ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ქარსელაძემ ბიზნესსექტორს სამინისტროს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრმა ისაუბრა საგზაო, წყალმომარაგების, მუნიციპალური, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრესზე. ხაზი გაუსვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობას და ისაუბრა მაგისტრალური გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტების შესახებ.