15 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გააქტიურებას შეეხო.

მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკური ფორუმის ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღეს.

"ხაზი გაესვა ახლად აშენებული ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის და ბიზნეს საბჭოს მნიშვნელობას და მის საქმიანობას. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ბოლოს, ქალაქ ბათუმში, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლების ერთობლივი ფორუმის განხორციელების თაობაზე", - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძემ.

დღის ამბები