15 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში, ლივინგსტონ სევანიანა პრესკონფერენციას გამართავს

"ქორთიარდ მარიოტ თბილისში", გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში, ლივინგსტონ სევანიანა პრესკონფერენციას გამართავს.

10-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და შეაფასა ქვეყნის შედეგი მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყნის ძალისხმევა განვითარების უფლების უზრუნველყოფაში, ახალგაზრდების მონაწილეობა გლობალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ჩართულობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. დამოუკიდებელი ექსპერტი, ასევე ეწვია სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს, და შეისწავლა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყნის ამ ნაწილში არსებულ რეგიონებში.

ის საქართველოში ვიზიტის შესახებ, სრულ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2023 წლის სექტემბერში წარუდგენს.

"ზოგადად საქართველოში მშვიდობიანი გარემოა. ქვეყანამ მიაღწია პროგრესს უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით, მიუხედავად ახლო წარსულში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტებისა. რომ მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, რაც უკავშირდება აფხაზეთსა და ცხინვალს/სამხრეთ ოსეთს, საქართველოს მთავრობამ მოახერხა შეემუშავებინა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა ამ რეგიონებთან დაკავშირებით. მისასალმებელია, რომ საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა ფასილიტაცია გაუწიოს დიალოგის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებით მიზნით საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. რაც შეეხება სხვა საკითხებს - არსებული პოლარიზაციის ფონზე, მისასალმებელი იქნებოდა დემოკრატიული სივრცის გაფართოებისკენ მიმართული მცდელობები და მიზანმიმართული ქმედებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალტერნატიული მოსაზრებების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარანტორია, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში. ამ პრინციპის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, შეშფოთებული ვარ იმ ბრალდებების გამო, რომლებიც ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ისმის. მივესალმები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მცდელობებს და მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს ერთობლივად იზრუნოს ამ პროცესის დასრულებაზე. ჩვენს მიერ გამართული დისკუსიებიდან იკვეთება უზარმაზარი პროგრესი კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამ მხრივ, მივესალმები ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბებას. ბიურო წარმოადგენს დამოუკიდებელ უწყებას, რომლის მიზანია ფინანსური გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა", - განაცხადა ლივინგსტონ სევანიანამ.

დღის ამბები