15 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა, შესაძლოა გამოძიების ტაქტიკისთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდეს - მიხეილ სარჯველაძე ე.წ ქოლ ცენტრების საქმეზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ე.წ ქოლ ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნამ, შესაძლოა გამოძიების ტაქტიკისთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდეს.

სარჯველაძის თქმით, გონივრულია იმის გამოკვლევა თუ ვის მფლობელობაში არსებულ შენობებშია განთავსებული ე.წ ქოლ ცენტრები.

"ვალდებულიც არის გამოძიება, მათ შორის, ამ ვერსიებზეც იმუშაოს იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად გონივრულად მეჩვენება, თუ გონივრული არ არის მაშინ უნდა ახსნათ რატომ არ არის გონივრული, მაგალითად ვეძებოთ ვის შენობაში არის განთავსებული ქოლ ცენტრი, მისი კავშირების შესახებ ინფორმაცია გამოძიებული უნდა იყოს თუ არა, მე მგონი ძალიან მარტივად შესაფასებელი საკითხია. თუ ასეთი დადასტურდება, ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის დადგომა არ დადგომასთან დაკავშირებით, რა საკვირველია გააჩენს. გამოძიებას აქვს თავისი ტაქტიკა, თავისი სტრატეგია და მნიშვნელოვანია ითქვას, რომ როდესაც ინიციატივებია წარმოდგენილი, დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით, ასეთმა ჩარევამ გამოძიების ტაქტიკაში შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს, გამოძიების ინტერესებისთვის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

დღის ამბები