15 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოში მუშაობას - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს, იოსელიანს მადლობა გადაუხადეს

ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვის შედეგად, მშობლებს უკვე აქვთ გარკვეული წინსვლა თავიანთი შვილების ინტერესების სასარგებლოდ. 

"ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ. ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვის შედეგად, უკვე აქვთ გარკვეული წინსვლა თავიანთი შვილების ინტერესების სასარგებლოდ. 
ჩემი მხრიდან შემიძლია დავადასტურო, რომ სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში მუშაობას. იმედი მაქვს,  რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლი და შესაძლებელი იქნება,  შესაბამისი მკურნალობით უზრუნველყოფა,"- აცხადებს ლევან იოსელიანი. 

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს, კანცელარიასთან აქცია შეწყვიტეს. მშობლებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს სახალხო დამცველს, რომელიც მათი თქმით, პირველივე დღიდან ჩართული იყო პროცესში.

მშობლები ლევან იოსელიანის დამსახურებათ მიიჩნევენ იმას, რომ ისინი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრნენ. 

 

დღის ამბები