15 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლების მხრიდან მოწმობს იმას, რომ ისინი დაიბნენ - ეკა სეფაშვილი

ე.წ. ქოლცენტრების საქმეს გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი და აღნიშნა, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც უკეთ გამოკვეთს კონკრეტულ ფიგურანტებს.

მისივე თქმით, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მოწმობს, რომ ისინი დაიბნენ.

"ქოლცენტრების ბოლო პერიოდში გახმაურებული სკანდალები მოწმობს რომ აქ, ამ ქოლცენტრების ბიზნესში იკვეთება ძალიან დიდი დანაშაულებრივი სქემა. ჩვენ შარშან ნოემბერში ვნახეთ გერმანელ სამართალდამცველებთან ერთად, საქართველოში დაილუქა რამდენიმე ქოლცენტრი და გამოძიება დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. შემდეგ BBC-ის გამოძიება იყო, შემდეგ ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტი აღმოჩნდა გარეული ამ სქემაში და დღესდღეობით, უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსის გვარები ფიგურირებს. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამ ქოლცენტრებში ასე აქტიურადაა საქართველო ჩართული, საამაყო არაფერია, თუმცა, ჩემი აზრით, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რომელიც თავის სიტყვას იტყვის ამ პროცესში და გამოკვეთს დამნაშავეებს. ოპოზიციის ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლების მხრიდან მოწმობს იმას, რომ ისინი დაიბნენ,"- აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები