ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროპის დღეებთან დაკავშირებით "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე ღონისძიებას დაესწრო.
როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული მიღწევაა და ელოდებიან შემდგომ ნაბიჯებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საქართველოში რეფორმების იმპლემენტაცია.
"გულითადად მოგესალმებით ევროპის დღეების აღნიშვნაზე. ვიმყოფებით "ექსპო ჯორჯიაში“. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი აქტივობა გვექნება. მშვენიერი ამინდია, შესანიშნავი განწყობა. დღეს შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ ევროპის დღე. 70 წელიწადზე მეტი ხნის წინ, ევროპულმა ერებმა, სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, თავისუფალმა ევროპულმა ერებმა გადაწყვიტეს, გააერთიანონ ძალები, რათა ისაუბრონ ერთხმად, რომ დაიცვან მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 27 წევრი სახელმწიფო და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეფართოებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევაა და ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საქართველოში რეფორმების იმპლემენტაცია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.