18 ივნისი 2024,   04:00
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ვიდეოზე: ეგ არა ლექცია, არამედ შეხვედრაა პარლამენტში

"არ დაიღალე ტყუილებით?" - ასე მიმართავს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძეს, რითაც ის “ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

ნიკოლეიშვილი წერს, რომ "ელისო კილაძეს გამოუქვეყნებია ვიდეო, ირაკლი კობახიძე ლექციაზე სტუდენტებს სააკაშვილზე ელაპარაკებაო." ექსპერტი ინფორმაციას ფეიკნიუსს უწოდებს.

"ჯერ ერთი, ეგ არა ლექცია, არამედ შეხვედრაა პარლამენტში და მეორე, როდის უნდა დაიღალო ტყუილების გავრცელებით?.. ხომ გაიგო მთელმა ქვეყანამ შენი ნამდვილი სახე ქოლცენტრების დედოფალო? როდემდე უნდა ისროდე ტალახს, რომელიც შენ გიბრუნდება,"- წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

დღის ამბები