15 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან დიმიტრიოს კარაბალისთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე.

საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

დღის ამბები