15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს, კონკრეტულად როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო - გიორგი ვაშაძე ე.წ ქოლ ცენტრების საქმეზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომლის ძმის შენობაშიც, ოფისები ე.წ ქოლ-ცენტრების არსებობის გამო დალუქეს, შეკერილ საქმეზე საუბრობს. ვაშაძე ამბობს, რომ დავით არახამიას ძმა, რომელსაც მისმა ძმამ ფართი მიაქირავა ქვეყანა უკვე დატოვა- მან მოიძია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მიხეილ არახამია უმუშევარი იყო.

პოლიტიკოსი მოითხოვს, რომ კითხვებზე პასუხები სამართალდამცავმა უწყებებმა გასცენ.

"მიხეილ არახამიას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი მეუღლე არ იმყოფება საქართველოში. იუსტიციის სამინისტროს რეგისტრირებული აქვს მისი კომპანია მისამართდება, რომელიც მას აღარ ეკუთვნის და სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ იძებნება მესაკუთრის თანხმობა. სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელიც მას არ ეკუთვნის. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს, კონკრეტულად როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს, გაასაჯაროოს მტკიცებულება, თუ რატომ მოხდა ამ კომპანიის რეგისტრაცია ფაქტობრივად ყალბ მისამართზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმისათვის, რომ საზოგადოება გაურკვევლობაში არ იყოს და ქოლ-ცენტრების შესახებ სიმართლე დადგინდეს, საჭიროა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც უმრავლესობის წევრებიც იმუშავებენ.

"ადამიანებმა ვერ გაიგეს, მართლა სად არის სიმართლე, რადგან ყველა კუთხიდან ისმის, რომ ქოლ-ცენტრები არსებობს. სიმართლე რომ გაირკვეს და პროპაგანდისტულად რომ არ მივუდგეთ ამ ყველაფერს, საჭიროა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, იქ უმრავლესობამაც იმუშაოს და შესაძლებელია სიმართლე დადგინდეს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის წევრის, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქმე გვაქვს უდიდეს თაღლითურს სქემასთან, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანას აზიანებს.

"საქმე გვაქვს უდიდეს თაღლითურ სქემაზე, სადაც იცით, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ფიგურირებდა დავით კეზერაშვილი. რეალურად პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანა ზიანდება, მათ შორის, ის სახელმწიფოები, რომელთა პენსიონერებსაც ძარცვავენ უყურებენ რაც ხდება ამ ქვეყანაში", - განაცხადა

დღის ამბები