15 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ეს ყველაფერი ოპოზიციას იმისთვის სჭირდება, რომ ყველამ იცოდეს რაზე მუშაობს საქართველოში გამოძიება, რათა შემდგომ ეს ინფორმაცია მათ ფაშას, ბატონ კეზერაშვილს მოახსენონ - გიორგი ცაგარეიშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩვენი პოზიციის მიერ სპეციალურად "შემოგდებული" თემაა, რათა ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს, მთელი დოკუმენტაცია იყოს გამოტანილი საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და იყოს მოტანილი პარლამენტში.

ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიციას ეს იმისთვის სჭირდება, რომ შემდეგ გამოძიების შესახებ ინფორმაცია კეზერაშვილს მიაწოდონ.

"სიმართლე არ დაიმალება, ამ სიმართლეს არ სჭირდება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის აქტიურობა. ეს არის სწორედ ჩვენი პოზიციის მიერ სპეციალურად "შემოგდებული" იმისთვის, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს, მთელი დოკუმენტაცია იყოს გამოტანილი საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და იყოს მოტანილი პარლამენტში. შემდეგ კი, ვაფრიალოთ ეს ყველაფერი აქ და ყველამ იცოდეს რაზე მუშაობს საქართველოში გამოძიება და ეს ყველაფერი მოახსენონ შემდგომ, მათ ფაშას ბატონ კეზერაშვილს", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები