საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად. მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შეინიშნება სავაჭრო პარტნიორების ცვლილება, თუმცა ეს საქართველოსთვის ნაკლებად პრობლემურია.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა დასრულდა. პროგრამა გასულ წელს დაიწყო და სამ წელს მოიცავს. აღსანიშნავია რომ ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ერთი პროცენტით, ოთხიდან ხუთ პროცენტამდე გაზარდა. მიმდინარე წელს ინფლაციაც საქართველოს ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ შენარჩუნდება.