15 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ოპოზიცია ყველაფერს აკეთებებს იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, პირველ რიგში კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით- ირაკლი კობახიძე სალომე სამადაშვილის განცხადებაზე

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია უკვე ღიად ალაპარაკდა ქვეყნის წინაღმდეგ სანქციების დაწესებაზე,-ამ შეფასების საფუძველი სალომე სამადაშვილის განცხადება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებს ხშირად ესაუბრებიან ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებაზე.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ეს სანქციები საბოლოოდ არა კონკრეტულ თანამდებობის პირებს, არამედ ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს შეეხება.

"ისედაც ვამბობდით რომ ამას აკეთებდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, უბრალოდ გუშინ წამოსცდათ თუ აღიარა თავად სალომე სამადაშვილმა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, პირველ რიგში კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით.  

პირდაპირ კამპანიას აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, სანქციების მოთხოვნა ამის შემადგენელი ნაწილია. როდესაც შენ ცდილობ, რომ  ხელისუფლებას დაუწესო სანქციები, ასეთ პირობებში შენ ზუსტად იცი რომ კანდიდატის სტატუს არავინ მოგცემს ხომ?! ამას ისინი ღიად აკეთებენ, არ ერიდებიან ამას და ეს არის ძალიან ბინძური ქმედებები სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ მიმართული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკუთარი განცხადება, კიდევ ერთხელ განმარტა სალომე სამადაშვილმა- ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს სხვა პარტიებშიც.

დღის ამბები