2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა ცალმხრივად. გუშინ იცით რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით. მათივე, ანუ რუსების მიერვე დაწესებული სასჯელი, რომელიც დააწესეს 2019 წელს დააწესეს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას ითხოვს.
"საინტერესო ტერმინი შემოვიდა - თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ჯგუფს მოეთხოვა საკუთარი მოქალაქეების სანქცირება. ერთმანეთში შეგნებულად ურევენ. აქედან ვეკითხები - რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ? საკუთარ მოქალაქეებს დაუწესებდნენ სანქციებს? მაშინ როდესაც რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათთვის სასჯელის მოხსნაზე არის საუბარი," - განაცხადა მდინარაძემ.