15 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
პოლიტიკური გაყრა - "ქართული ოცნება", 8-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს

"ქართული ოცნება", 8-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს. გადაწყვეტილება სახელისუფლებო პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.

ევროპარლამენტში სიდიდით მეორე ალიანსის რიგების დატოვების შესახებ პირველად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ 2015 წლიდან სოციალისტებთან პარტნიორობას კონტრპროდუქტიული უწოდა. გაიხსენა ევროპარლამენტის ის რეზოლუციებიც, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდაჭერის ნაცვლად, მის წინააღმდეგ იყო მიმართული.

სოციალისტური გაერთიანებასთან "ქართული ოცნების" თანამშრომლობის დასასრული ოპოზიციაში არაერთგვაროვნად აღიქვეს. ნაწილი, რომელიც თავად სოციალისტების მოწინააღმდეგე ბანაკს წარმოადგენს, ახლა ფიქრობს, რომ სახელისუფლებო პარტიამ ამ ნაბიჯით ევროინტეგრაციის შანსები შეამცირა. მეორე ნაწილი კი პოლიტიკური გაყრის გადაწყვეტილებას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს.

ოპონენტებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა შეახსენა, რომ ღირებულებითი განსხვავებების გამო, "ოცნება" სოციალისტებთან პარტნიორობის შეწყვეტას მანამდეც ფიქრობდა, ვიდრე ისინი კრიტიკულ შეფასებებს გააკეთებდნენ.

"ქართული ოცნება" ევროკავშირში სიდიდით მეორე პოლიტიკურ გაერთიანებასთან 2015 წლიდან თანამშრომლობს. ევროპული სოციალისტური ოჯახის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ბრიუსელში უკვე გაგზავნილია.

 

დღის ამბები