16 აგვისტო 2026,   22:50
ვრცლად
უკრაინელმა მომღერალმა LOBODA-მ თბილისში კონცერტი გამართა - თანხა კიევში უკრაინელი მედდისთვის სახლის ყიდვას მოხმარდება, რომელმაც ბინა ომის გამო დაკარგა

მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, უკრაინელმა მომღერალმა LOBODA-მ თბილისში სოლო კონცერტი გამართა. არტისტი ქართველი მაყურებლის წინაშე თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარსდგა. მომღერალმა შეასრულა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჰიტები და სიმღერები ახალი ალბომიდან.

უკრაინელი მომღერალი საქველმოქმედო შოუებით არაერთხელ დაეხმარა მშობლიურ ქალაქ ირპენს. თბილისში ჩატარებული ღონისძიებიდან თანხა კი კიევში უკრაინელი მედდისთვის სახლის ყიდვას მოხმარდება, რომელმაც ბინა ომის გამო დაკარგა.

დღის ამბები