15 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
"ე.წ. "ტროიკა" ისევ შეიკრა"- ბაჩო დოლიძე კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, რომ კეზერაშვილს, მერაბიშვილსა ზურაბ ადეიშვილს ქვეყანას თავის საკუთრებად მიაჩნიათ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად დღემდე ყველაფერს აკეთებენ.

როგორც ბაჩო დოლიძემ განმარტა, "ნაციონალურ მოძრაობაში" მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიის თავმჯდომარე არ იღებს.

"ე.წ. "ტროიკა" ისევ შეიკრა. როგორც ადრე მიაჩნდათ მთელი ქვეყანა საკუთრებად და ამით ძალიან ბევრი კარგი საქმე დაიჩრდილა, დღესაც ანალოგიურად პარტია მიაჩნიათ საკუთრებად. თუ ვინმეს გონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შენობაში, კონკრეტულად თავმჯდომარე რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, ეს ასე არ გახლავთ. ყველა გადაწყვეტილება იღებენ ეს ადამიანები, ყველა ისეთი დაპირებები აკეთებინეს, ოღონდ მოსულიყვნენ მენეჯმენტში.

შესაბამისად, მერე ალბათ ყველაფერი ლევანს დამბრალდებოდა. ასე, რომ არ მგონია ლევანის დიდი წუხილი ჰქონდეს იმ ადამიანებს, ვინც მის უკანა დგანან. გასაგები იყო, რომ ვერსად შეიჭრებოდა ფიზიკურად. ცუდია, როდესაც ხდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სახელით მანიპულირება და სპეკულირება. იქნება ბრძოლა ცვლილებებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ამრჩეველთან ერთად მოგიწევს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება,"-განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

 

დღის ამბები