15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებას ცხადი და მკაფიო პოზიცია აქვს გამოხატული, სანქცირებული ბორტები დაშვებული არ იქნება - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას, იმ თავითვე ცხადი და მკაფიო პოზიცია აქვს გამოხატული, რომ მოსკოვიდან სანქცირებული ბორტები დაშვებული არ იქნება.

სარჯველაძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარ რაიმე შეშფოთების მიზეზი, ობიექტურად არ არსებობს.

"დღის წესრიგში დგას არა მხოლოდ ურთიერთობა და ეკონომიკური ფაქტორი, არამედ ჰუმანიტარული ფაქტორიც იმიტომ, რომ ადამიანები რომლებსაც ოჯახთან შენარჩუნებული ურთიერთობა აქვთ საქართველოში, მათ აქვთ ინტერესი რომ საქართველოში იმოგზაურონ. ამ ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იგივე აშშ-სგან იყო მოწოდებები რუსეთის მიმართ, რომ შეცვლილიყო ეს გადაწყვეტილება, ევროკავშირი აკეთებდა ამ გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა საქართველოც. ეს ბუნებრივია, სწორი იყო მაშინაც და სწორია ეს დამოკიდებულება გვაწუხებდეს და მხედველობაში ვღებულობდეთ, ცალკეული ადამიანების გაჭირვებას და პრობლემას და ეს რა საკვირველია ახლაც აქტუალურია. აქედან გამომდინარე, ეს გარემოება მაფიქრებინებს,რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეუქმნის უკეთეს პირობებს. საქართველოს ხელისუფლებას, იმ თავითვე ცხადი და მკაფიო პოზიცია აქვს გამოხატული, რომ სანქცირებული ბორტები დაშვებული არ იქნება. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ და ცხადად ითქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ წინასწარ რაიმე შეშფოთების მიზეზი, ობიექტურად არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები