15 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილებით გავიგეთ, რომ არავინ არ აწამებს მიხეილ სააკაშვილს და სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას- გიორგი ცაგარეიშვილი

მას შემდეგ რაც, საქმეზე "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა, პატიმარი პაციენტის ადვოკატები სამართლებრივი არგუმენტების წარდგენას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გეგმავენ.

ამასთან, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სპეკულაციებს წერტილი დაესვას. 

როგორც გიორგი ცაგარეიშვილი განმარტავს, კანონის წინაშე ყველა თაანასწორია. 

"გავიგეთ, რომ არავინ არ აწამებს მიხეილ სააკაშვილს. მგონი, ამით ყველა სპეკულაციას წერტილი უნდა დაესვას. მან უნდა შეწყვიტოს ყველანაირი თვითდაზიანების მიყენება და დაემორჩილოს პატიმრობის მოხდის პირობებს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აქედან გამომდინარე იგი მოიხდის სასჯელს,"-განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. 

დღის ამბები