15 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს გავლენები არ აქვთ სტრასბურგში, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით - მამუკა მდინარაძე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ წერტილი დაესვა "მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ აგორებულ კამპანიას".

ასევე, მდინარაძის განცხადებით, გარკვეულ ძალებს გავლენები არ აქვთ სტრასბურგში, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული:

"წლინახევრის განმავლობაში რამდენი ფული დახარჯეს, თქვენ იცით, ამ ფულის ოფიციალური ნაწილი მილიონ დოლარს შეადგენდა, ამის იქით კი შეკვეთილი სტატიებიც ვნახეთ. ყოველდღიურ რეჟიმში იყო კამპანია დალაგებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ თითქოს პრეზიდენტს კლავენო. ამ დროს კი, თვითდაზიანების რეჟიმში იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ და რაც არ არის რეალობა.

როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს გავლენები არ აქვთ სტრასბურგში, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით. წერტილი დაესვა იმ კამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ჩვენს ქვეყანას. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის იმიჯს აზიანებს მხოლოდ იმიტომ რომ ტყუილები დააჯერო, როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე.

დღის ამბები