15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
გულდასმით გავეცანით რეკომენდაციებს და ზედმიწევნით გავყვებით მას, შესაბამისად, სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი სათანადოდ იქნება შესრულებული - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმასთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წარმოდგენილია.

მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით გადაისინჯება პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი და რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია.

"ჩვენ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტს. ზედმიწევნით გავყვებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არის წარმოდგენილი. შესაბამისად, გადაისინჯება ის დოკუმენტი, რომელიც ინიციირებულია და სწორედ ამ მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი იქნება სათანადოდ შესრულებული," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები