მორიგი დაპირისპირება ოპოზიციაში - პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს აკრიტიკებს. თაკო ჩარკვიანი მელიასა და დეკანოიძეს ფსევდო ოპოზიციად მოიხსენიებს და მიხეილ სააკაშვილის ღალატში ადანაშაულებს. ჩარკვიანი მელიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, ის "კანონი და სამართლის" ლიდერს მერაბიშვილისა და კეზერაშვილის რუპორად ასახელებს.
განცხადება გაკეთდა "ნაციონალურ მოძრაობაშიც" - ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი მათი მხრიდან ინიციირებული არ იქნება, თუმცა, მისივე თქმით, ყველა სუბიექტი ამგვარი ჭორებით და განცხადებებით თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას.
"არჩევნების წაგების დღიდან, პრაქტიკულად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მისივე პარტიის საბოტირებით არის დაკავებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ სერიოზული პასუხის მიცემა ამ განცხადებებსა და ჭორებზე არის მიუღებელი და არამართლზომიერი.
ვფიქრობ, რომ პარტიიდან გარიცხვის საკითხი ჩვენი მხრიდან ინიციირებული არ იქნება, ყველა ადამიანი ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით, თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას და ახდენს ამ საერთო პოლიტიკური ოჯახიდან ამორიცხვას," - აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი.