15 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
არსებობენ პოლიტიკოსების ბუტაფორიები და მე ამ ადამიანს ასე აღვიქვამ, გული მწყდება, რომ ქალის ინსტრუმენტალიზაცია ხდება კაცების მიერ - დეკანოიძე ჩარკვიანზე

პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე პარტია "კანონი და სამართლის ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებებს ეხმიანება. დეკანოიძე მას "პოლიტიკოსების ბუტაფორიას" უწოდებს.

"არსებობენ ნამდვილი პოლიტიკოსები, არსებობენ პოლიტიკოსების ბუტაფორიები და მე ამ ადამიანს ასე აღვიქვამ. გული მწყდება, რომ ქალის ინსტრუმენტალიზაცია ხდება კაცების მიერ და ქალს ასე იყენებენ როგორც ინსტრუმენტს ტალახის და სიბინძურის სასროლად. ყოველთვის ვეწინააღმდეგები, რომ ქალი გამოიყენონ კაცებმა და როგორც ჩანს, ასე ხდება და მის გამო ვწუხვარ, პირველ რიგში," - თქვა ხატია დეკანოიძემ.

თავის მხრივ, ჩარკვიანი მელიასა და დეკანოიძეს ფსევდო ოპოზიციად მოიხსენიებს და მიხეილ სააკაშვილის ღალატში ადანაშაულებს.

დღის ამბები