15 ნოემბერი 2024,   12:59
ვრცლად
უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა - საქსტატის მონაცემები

უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყებამ გამოაქვეყნა სამუშაო ძალის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2021 წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა.

ამავე მონაცემებით, 2022 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 1 პროცენტით გაიზარდა და 51.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9 პროცენტი შეადგინა.

დღის ამბები