პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელს, თაკო ჩარკვიანს, ნიკა მელიას და ხატია დეკანოიძის გულწრფელობის არ სჯერა. თაკო ჩარკვიანი ორივეს წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ აქტიურ წევრს, კეზერაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილთან ჩარკვიანის კავშირებზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ
თაკო ჩარკვიანს ადრესატებმა კრიტიკითვე უპასუხეს. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანი მერაბიშვილისა და კეზერაშვილის დავალებებს ასრულებს და ყოფილ ძალოვნებს ახმოვანებს. ჩარკვიანი უპასუხოდ არც დეკანოიძეს დაუტოვებია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების კიდევ ერთი მორიგი მიზეზი შიდაპარტიული არჩევნებია. ახალი თავმჯდომარე ყოფილს საბოტაჟში ადანაშაულებს. თავის მხრივ, მელიას გუნდის წევრები ამბობენ, რომ პარტიას ახლა ადეიშვილი-კეზერაშვილი-მერაბიშვილის სამეული მართავს და ხაბეიშვილი იქ ნომინალური ფიგურაა.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ პარტიაში დაპირისპირების უკან მერაბიშვილი-ადეიშვილი-კეზერაშვილის კლანი დგას და "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლა ადგილების გადანაწილებისთვის მიმდინარეობს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება უკვე კარგა ხანია გრძელდება. რამდენიმე დღის წინ პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ახალი გვარიც დაასახელა და თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილ-კეზერაშვილთან ერთად ზურაბ ადეიშვილიც დგას.