პარტია "დროა" 19 მაისს აქციას აანონსებს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენონ, სად დგანან.
როგორც "დროას" ლიდერმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და კოლონებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ გაემართებიან, სადაც საქართველოში "აზიმუტის" ჩამოფრენას გააპროტესტებენ.
"ავიაკომპანია "აზიმუტი" ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში. ეს თვითმფრინავი კომფორტულად აქ ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება. 19 მაისს, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.