საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩატარდა უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასევე, პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა განაცხადა.
როგორც სავალან მირზოევმა აღნიშნა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.
"შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ არასდროს არ ყოფილა ქვეყნებს შორის ურთიერთობა ასე მაღალ დონეზე, როგორც დღეს, ორივე მხარე მაქსიმალურად მუშაობს, რომ უფრო განვითარდეთ, გაძლიერდეს აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობები. პარლამენტის დელეგაცია ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი საიუბილეო სესიაზე აგრძელებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა. პატივი მიაგო ჰეიდარ ალიევს და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე," - განაცხადა სავალან მირზოევმა.