22 აგვისტო 2026,   13:08
ვრცლად
ბათუმში "თბს ბანკის" კრედიტ-ოფიცერი უცნობმა მამაკაცმა დაჭრა

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე თბს ბანკის ფილიალთან მოხდა.

უცნობმა მამაკაცმა ბანკის კრედიტ-ოფიცერი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

დღის ამბები