15 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
ვიცით, რომ უკრაინა იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს და ფუნდამენტურ პრინციპებს, ამიტომაც ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით - მიშელი

ვიცით, რომ უკრაინა იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ამიტომაც ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით ,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინას.

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ, რათა დავრწმუნდეთ რომ დემოკრატიული ღირებულებები, ასევე ფუნდამენტური პრინციპები დაცულია. შეხვედრა წარმოადგენს ჩვენი მხრიდან სრულ მხარდაჭერას უკრაინისთვის. ვიცით, რომ უკრაინა იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ამიტომაც ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად დგანან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად იმისათვის, რომ სარგებელი მიიღოს ყველა მოქალაქემ," - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

 

დღის ამბები