ევროპის დღე აღინიშნა ოზურგეთში. ქალაქის სამკუთხა პარკში მოეწყო საინფორმაციო სტენდი, გასართობი სივრცე და კვების ობიექტები. ჩატარდა სპორტული აქტივობები.
ღონისძიება ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ევროკლუბების და გურიის მობილური ახალგაზრდული მუშაკების ჩართულობით მოეწყო.