"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტში ადგილი ჰქონდა თავისუფალი მანდატის შეზღუდვის მცდელობას.
"ჩვენ დღეს ვნახეთ ფაშისტური მეთოდი, თავიანთ კოლეგებთან რას კადრულობენ და ამომრჩევლებს რას უზამენ, წარმოიდგინეთ. თავიანთ კოლეგებს თავზე ადგებიან და პასუხს სთხოვენ. თქვენ ეს კადრები გაქვთ და ახლა ვნახოთ, ვინ გაუშვებს და ვინ - არა. შესაბამისად, ასეთი ფაშისტური მეთოდები ალბათ წარმოუდგენელია დემოკრატიის პირობებში. ჩვენ ვნახეთ თავისუფალი მანდატის შეზღუდვის მცდელობა. მათი გენეტიკაა ძალადობა, ერთმანეთზეც კი. ეს არის "ნაცმოძრაობის" ბუნება. ეს არის დავალების მიმღების ბუნება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.