15 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ მე მხარს ვუჭერდი კანდიდატებიდან ორ კანდიდატს, მაინც მიმაჩნია რომ შეცდომა იყო კენჭისყრაში მონაწილეობა - ხატია დეკანოიძე

იუსტიციის საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მხარი დაუჭირა 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე კოლეგებს არ ეთანხმება და მათ გადაწყვეტილებას შეცდომასდ უწოდებს. ამის შესახებ დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ხატია დეკანოიძის თქმით, სამუშაო პროცესი არ იყო ინკლუზიური.

"მიუხედავად იმისა, რომ მე მხარს ვუჭერდი კანდიდატებიდან ორ კანდიდატს, მაინც მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო კენჭისყრაში მონაწილეობა, როდესაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ ძალიან მარტივ ფორმულირებას. რამდენიმე დღის წინ, "ქართული ოცნება" გამოვიდა და თქვა, რომ ახლა სასწრაფოდ ოპოზიციამ წარმოადგინოს ის 5 კანდიდატი ან თავიანთი სია, რომელსაც ისინი აპირებენ მხარი დაუჭირონ და შემდეგ გადაწყდეს ყველაფერი კენჭისყრაზე. მანამდე, როდესაც ერთი მოლაპარაკება იყო, მაშინაც შეთანხმება ვერ მოხდა. მაშინაც ითქვა, რომ ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონმდებლობა, მოდი დაველოდოთ რეკომენდაციებს და შემდეგ [გადავწყვიტოთ] ეს საკითხი. გუშინწინ კი, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ეს ულტიმატუმი დააყენა, ჩვენ ვთქვით, ჩვენ მივალთ ჩვენი კანდიდატებით, თვითონაც წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატები და ამის შემდეგ უკვე ჩვენ მზად ვართ რაღაცა კონსენსუსი შედგეს და ევროკომისიის რეკომენდაცია შესრულდეს. გუშინ ეს განცხადება გავაკეთე, მე პირადად სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ეს ღიად ვუთხარი ბატონ ანრი ოხანაშვილს, მაგრამ სამწუხაროდ... რა გამოდიოდა, ჩვენ უნდა დაგესახელებინა ჩვენი 5 კანდიდატი, შემდეგ ეს ადამიანები პროპაგანდისტულ გზავნილებში უნდა ჩაგვესვა, თავდასხმა ყოფილიყო ამ ადამიანებზე, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მოდით, ერთად შევთანხმდეთ თუ შესაძლებელია კონსენსუსზე. ჩვენს წარმოდგენილ სიაში, რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც იქნებოდნენ საბჭოს კარგი წევრები. შემდეგ კი, როდესაც ყველაფერზე უარი თქვეს... სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებას დავეთანხმე მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში, მე არ მივიღე მონაწილეობა, არ ვიყავი დარბაზში, შემდეგ აღმოჩნდა რომ ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. მე ეს მგონია არასწორი იმიტომ, რომ ყველა ის კანდიდატი, რომელიც არ გავიდა დღეს იუსტიციის საბჭოში, ეს კანდიდატები არ უწყობენ ხელს ევრორეკომენდაციის შესრულებას. პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური. მე მივიჩნევ, რომ რეკომენდაცია არ არის შესრულებული," - განაცხადა დეკანოიძემ. 

 

 

დღის ამბები