15 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრების ვიზიტის ერთადერთი თემა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონია - ირაკლი კობახიძე

თბილისში ვენეციის კომისიის დელეგაცია იმყოფება. მათთან პირველ ჯერზე, შეხვედრა ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ახლა კი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს მმართველი გუნდი ხვდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრების ჩამოსვლის მისია, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონია:

"ვენეციის კომისიის დელეგაციის ერთადერთი თემა არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. ამ მისიით ჩამოვიდნენ ისინი საქართველოში. მათ წარმოადგინეს საკუთარი დასკვნა 6 საკვანძო რეკომენდაცია ჰქონდათ და ექვსივე აისახა იმ პროექტში, რომელიც მეორე მოსმენით წარედგინა პარლამენტს, ეს დოკუმენტი დამატებით გაიგზავნა ასევე ვენეციის კომისიაში. ჩვენ მოვისმენთ მათ მოსაზრებებს განახლებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, გვექნება განხილვა, რომლის შემდეგაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება  მეორე მოსმენით მისაღები კანონპროექტი,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები