15 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
ფარული პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკური კონსენსუსი არ არის - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კენჭისყრაზე "უმრავლესობამ რამდენიმე ოპოზიციონერთან ფარულ შეთანხმებას მიაღწია", რაც პოლიტიკური კონსენსუსი არ არის.

"რაც მოხდა გუშინ, ეს არის ფარული შეთანხმება, რომელსაც მიაღწია უმრავლესობამ, რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან და თქვენთვის სასურველი კანდიდატურები დანიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თქვენ თუ გგონიათ, რომ ამას ვინმე ჩათვლის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებად, მე უნდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნა, მათ შორის, მაღალი კვორუმი, რომელიც საჭიროა ამ ადამიანების დასამტკიცებლად არის მოგონილი სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს. ფარული პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკური კონსენსუსი არ არის," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები