რუსეთთან ფრენების აღდგენაზე, საქართველოში ლიეტუვის ელჩმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი გამოიყენებს განგრძობად პრაქტიკას, რათა დააშინოს მეზობელი ქვეყნები.
"ჩვენთვის ცნობილია იმის შესახებ, რომ რუსეთი გამოიყენებს განგრძობად პრაქტიკას, რათა დააშინოს მეზობელი ქვეყნები. რუსეთი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აკრძალვა მოეხსნა ფრენებზე. ბევრი ევროპული ქვეყანა წყვეტს კავშირს რუსეთთან, იქნება ეს ეკონომიკური, სავაჭრო, საინვესტიციო, კულტურული, სამეცნიერო თუ აკადემიური ურთიერთობები.
სწორედ ამას ველით და ვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის საქართველოსგან. რუსეთის განგრძობადი აგრესია უკრაინაში ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს მხოლოდ პროცენტებსა და ციფრებს არ ეხება. საუბარია აუცილებელ ნაბიჯებზე, იმისათვის რომ ვიყოთ მტკიცედ ერთიანები, რადგან ჯერ ჩვენ კიდევ ვმუშაობთ ჩვენს ხალხთან, ლიეტუვასთან და საქართველოსთან რომ რუსეთი სტრატეგიულად დავამარცხოთ. ეს ერთ-ერთი წინაპირობაა ჩვენი მომავლისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები და დემოკრატიულები,"- აცხადებს ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.