არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რუსთავის ციხესთან აღმოჩენილი ექსპონატები პირველად რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გამოიფინა - ამ ფორმით ქალაქში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
საუბარია იმ მნიშვნელოვან ექსპონატებზე, რომელიც რუსთავის ისტორიულ ციხეზე, არქეოლოგებმა 2014 წლიდან დღემდე ნახეს. თითოეული მათგანი, აქამდე მუზეუმის ფონდში ინახებოდა.
ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გამოფენა 10 დღე გაგრძელდება.