15 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
გასაგებია, რომ მათ ამომრჩეველთა შორის სააკაშვილის სახელი და გვარი არის ბრენდი ერთგვარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის რეალური შესაძლებლობები და პერსპექტივები არსებობს - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატად მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი დაასახელოს.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს რეალური შესაძლებლობები და პერსპექტივები არ აქვს.

"გახსოვთ, ალბათ რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ნებით მიატოვა საქართველოს მოქალაქეობა და გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქე. უმჯობესია, უფრო რეალისტურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, გარემო ფაქტორები და მხოლოდ იაფფასიანი პოპულიზმით ნუ იქნებიან დაკავებულები. გასაგებია, რომ მათ ამომრჩეველთა შორის სააკაშვილის სახელი და გვარი არის ბრენდი ერთგვარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის რეალური შესაძლებლობები და პერსპექტივები არსებობს. სტრასბურგის ბოლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მე არ მგონია თვითონ სააკაშვილს ჰქონდეს განწყობა და სურვილი, ის იყოს წარდგენილი როგორც კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები