26 დეკემბერი 2024,   15:08
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ბოიკოტს უცხადებს ავიაკომპანია „აირზენას“ და მოქალაქეებსაც მოუწოდებს, გაიზიარონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, საზღვარზე ისარგებლონ შესაბამისი სიებით, რათა რუსეთის სანქცირებული მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხვდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებს კომპანია "აირზენას" და მოუწოდა საზოგადოებას, მათაც თავი შეიკავონ აღნიშნული ავიაკომპანიის გამოყენებისგან.

"მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ საჩქაროდ შემოიტანონ ის სიები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, რომლებიც აწესებენ თუ რომლები არიან სანქცირებული პირები და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიცაა სანქცირებული. ესაა მინიმუმი დაცვა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც საფრთხის ქვეშაა გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და საჭიროა, რომ უფრო მეტად იყოს დაცული, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული - ეს ევალება ხელისუფლებას.

მინდა გითხრათ, რომ ვაწესებ ჩემთვის, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს "აირზენაზე", რომელიც არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის.

მე, ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ეს იქნება "აირზენას" ხელში, რომ ამით კიდევ არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფრისთვის მზად არის და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები,"-აცხადებს პრეზიდენტი.

დღის ამბები