ქუთაისში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოადგინეს ბიუჯეტის პარამეტრები და პროექტები, რომლებიც მომდევნო წელსაა გათვალისწინებული.
2027 წლის ბიუჯეტი 138 605 700 ლარით არის განსაზღვრული და 2026 წლის ბიუჯეტზე 13 000 000 ლარით მეტია. საჯარო განხილვის პარალელურად, მთავარ საფინანსო დოკუმენტს კომიტეტებზე განიხილავენ; შენიშვნები და რეკომენდაციები მერიას გადაეგზავნება.
ქუთაისის 2027 წლის ბიუჯეტი წლის ბოლომდე დამტკიცდება.