ევროპული კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი, 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი სერიოზულად არის მოწოდებული, აღკვეთოს რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის არიდება.
მისივე თქმით სანქციები დაუწესდებათ იმ კომპანიებს, რომელთა დაკავშირებითაც მათ მკაფიო მტკიცებულებები აქვთ, რომ ისინი სანქციებს არღვევენ და ევროკავშირიდან რუსეთში სანქცირებული საქონელი მესამე ქვეყნების გავლით ჩააქვთ.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ამ კომპანიებს შორის, დაახლოებით, რვა ჩინეთშია რეგისტრირებული.