15 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
გახარიას გაფუჭებული საქმეების გამო მთავარი პროკურორი გადადგა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და შემდეგ თვითონ გადადგა "ნაცების“ გამო მათი გაძლიერების მიზნით - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გახარიას პარტიის გააქტიურების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თავად ის, ყოველთვის თავს იკავებდა კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა, მათი გახარიას პარტიის ასეთი მავნებლური საუბრების გამო, არ შეიძლება ართქმა.

მდინარაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში მის ნაცვლად მთავარი პროკურორი და პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხოლო თავად გახარია გადადგა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, მათი გაძლიერების მიზნით.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას და მის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება რაღაცებზე ილაპარაკონ.

"წარსულში გარკვეული საერთო პოლიტიკური მიმართულებების გამო, მაგრამ ღალატის ხარისხის მერე კარგად ვნახეთ, თავს ვიკავებდი ხოლმე ყოველთვის, მაგრამ არ შეიძლება ამის ართქმა მათი [გახარიას პარტიის] ასეთი მავნებლური, „ნაცურად“ და მათ ნარატივზე ჩაყოლილი საუბრების გამო. გახარიას ნაცვლად ამ ქვეყანაში მთავარი პროკურორი გადადგა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა მისი გაფუჭებული საქმეების გამო, შეიძლება ის საქმეები პიარულად უფრო იყო გაფუჭებული, ვიდრე რეალურად, მაგრამ მისი გაფუჭებული საქმეების გამო პროკურორი და პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და შემდეგ თვითონ გადადგა „ნაცების“ გამო და ამ გუნდს, გახარიას და მის წარმომადგენლებს არ აქვთ ელემენტარული მორალური უფლება რაღაცებზე ილაპარაკონ. ქოლცენტრები საერთოდ სხვა თემაა, „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებლების საქმეს რომ აკეთებენ და შრეებად რომ არიან დალაგებულები, ზოგი ერთ რამეშია ეჭვმიტანილი ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ზოგი მეორე რამეში და მათ მორალური უფლება არ აქვთ ასეთ თემებზე ილაპარაკონ. სჯობს გაჩუმდნენ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ვიღაც, როგორც ახლა მე ამას ვაკეთებ ამას იტყვის, რომ ადამიანი, რომლის გამო ერთხელ გადადგა პროკურორი, მეორე პარლამენტის თავმჯდომარე და თვითონ გადადგა მერე ნიკა მელიას და „ნაცების“ გამო, მათი გაძლიერების მიზნით და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც იმიტომ, რომ ყოველთვის წინ დახვდებათ ეს ამბები.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები