15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
"ქართული ოცნების" თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს

"ქართული ოცნების" თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს. 

"ქართული ოცნების“ სამგორის პარტიულ ორგანიზაციას კახა სამხარაძე უხელმძღვანელებს;

გლდანის პარტიულ ორგანიზაციას - კოტე ზარნაძე;

მთაწმინდის პარტიულ ორგანიზაციას - დავით კირკიტაძე;

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

კონფერენციებს ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც. პარტიული კონფერენციები მომდევნო კვირას სამცხე-ჯავახეთში გაიმართება. 

დღის ამბები