საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად, დიალოგისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპონენტები პროცესის ჩაგდებას ცდილობენ და მათი მიზანია ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
"ქართული ოცნება" მოუწოდებს კოლეგებს, ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში და იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა პოლიტიკური კონსენსუსით მოხდეს. უმრავლესობა ვარაუდობს, რომ კენჭისყრის პროცესი ერთ კვირაში შედგება.
"იმ ვითარებამ, რომ მათ არავის არ დაუჭირეს მხარი 30 კანდიდატიდან, არის სწორედაც ლუსტრაცია მათი პოზიციისა. არანაირი არჩევნები, არანაირი რეკომენდაციის შესრულება... მათი მიზანია, როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი: მაია გრიგოლია