მეუფე იაკობი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას და ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში გამართულ აქციებს გამოეხმაურა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქადაგების დროს პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ევროკავშირთან ურთიერთობაზეც ისაუბრა
"თავიდანვე ვთქვი, როდესაც ევროპარლამენტმა თავისი ის შესთავაზა ევროკომისიას, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტიურად რუსეთზე მიგვაბა. რუსი რას გააკეთებს ვინ ჩავიხედავთ იმის თავში.
ჩვენი ხელისუფლება ხომ არ იტყუება, ჩვენმა ხელისუფლებამ ბრძანა, რომ ხალხს რომ უჭირს და მძიმე სიტუაცია გვაქვს, ყველასთან ვვაჭრობთო, ხო? თუ ჩვენც პარტნიორები ვართ, დაგვეხმაროს და მაგათგან ვიყიდით, რასაც რუსეთს ვუხდით ფულს და დანამატი რაც იქნება თვითონ გადაიხადონ.
შეცვალა რუსეთის პრეზიდენტმა რაღაცა და გამოვარდნენ ჩვენთან რა ხდება რა ხდებაო. რა ხდება? შენ ის არ ხარ 20% რომ ჩააბარე?
აბა წარმოიდგინეთ, უკრაინაში რაც ხდება საქართველოში რომ მოხდეს, რუსის ბაზებიდან დანარჩენი საქართველო დაბომბონ და აქედან რუსის ბაზები ვბომბოთ.
ე.ი. ახალგაზრდებსაც რომ იყოლიებენ ხოლმე, მე მინდა ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგვცენ? ხო ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? ე.ი. ვინ არის რუსი? ვის აწყობს საქართველო რომ მძიმე მდგომარეობაში იყოს? თუ ვამბობთ, რომ ევროპა და დასავლეთი იძახის, რუსს აწყობს, მაშინ ესენი ვინ გამოდიან, რომლებიც წინა დღეებში დარბოდნენ მაპატიეთ გამოთქმისთვის, ქაჯებივით, ცოფიანი ნადირებივით.
თუ რამე ქართული იყო, ყველაფერი რუსებს მისცეს, მართვაშიც კი რუსები ჩამოიყვანეს მერე. ბოლოს და ბოლოს ჩავთვლით, რომ ჩვენც გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა, კი არ ვიმუქრები, უბრალოდ არ გაქვთ ავტორიტეტი და ქუჩაში ვერ ივლით უბრალოდ პირდაპირ გეუბნებით," - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი).