15 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს როგორც დასაქმების მიმართულებით, ასევე ძალიან ბევრი პარამეტრის მიმართულებით - ლაშა ხუციშვილი

დასაქმებისა და სხვა ეკონომიკური მიმართულებით, პოზიტიურ მაჩვენებლებზე საუბრობს ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამ მონაცემების განმაპირობებელი ფაქტორი ბოლო წლებში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა.

მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე, მათ შორის დასაქმებაზე.

"ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს როგორც დასაქმების მიმართულებით, ასევე ძალიან ბევრი პარამეტრის მიმართულებით. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო და ახლაც გრძელდება. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება არსებითად აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე და მათ შორის ბუნებრივია, ეს აისახება დასაქმების პარამეტრზეც", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები