საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას, საქართველოსა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობის შესახებ, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა.
როგორც ქარუმიძე წერს, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"სრული უაზრობა. ასეთი დისკუსია ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია და რუსეთი სამუდამოდ არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს!,"- წერს ლევან ქარუმიძე.