კატარში დღეს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი იხსნება. მაღალი რანგის დელეგატებს შორის არის საქართველოს დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უკვე დოჰაში იმყოფებიან. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პანელურ დისკუსიაზე იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრებიც.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არიან.