15 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ უვლიან გვერდს თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით - ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, აუცილებელია სიფრთხილე იმ ქვეყნების წინაშე, რომლებიც ევროპულ კანონმდებლობას არ ექვემდებარებიან.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმა იგივე გააკეთონ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, რადგან ჩვენი "სანქციები" არ არის ექსტრატერიტორიული.

ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონმდებლობას.
ჩვენ, ევროკავშირში არ ვყიდულობთ რუსულ ნავთობს, მაგრამ ვყიდულობთ დიზელს, რომელიც მიიღება ამ რუსული ნავთობის სხვაგან გადამუშავებით. ეს არის ჩვენი სანქციების გვერდის ავლის შედეგი და ჩვენმა წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ უვლიან გვერდს თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით," - აღნიშნა ბორელმა. 

დღის ამბები