16 აგვისტო 2026,   22:09
ვრცლად
საქართველოს მასშტაბით 11 თეატრს კულტურის სამინისტრომ ახალი მიკროავტობუსები გადასცა

საქართველოს მასშტაბით 11 თეატრს კულტურის სამინისტრომ ახალი მიკროავტობუსები გადასცა. მიკროავტობუსის შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი 2022 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში კომპანია "სენამოტორსმა" გაიმარჯვა.  ტენდერის ჯამური ღირებულება მილიონ 149 ათას ლარს შეადგენს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თეატრებს ტრანსპორტის პრობლემა ჰქონდათ.

"ნამდვილად დიდი შვება თითოეული ამ ორგანიზაციისთვის ეს ყველაფერი. უკლებლივ ყველა თეატრს ჰქონდა ტრანსპორტის საჭიროება. წელს ისევ 11 თეატრია, მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოვყავით. ის რამდენიმე თეატრი კი, რომელიც დარჩა მომავალი წლიდან შევძლებთ, რომ დავაკმაყოფილოთ,"- აცხადებს წულუკიანი.

დღის ამბები