15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, მანქანების დაწვაზე და ა.შ." - თეა წულუკიანი გივი თარგამაძის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის განცხადებას, შეფასებები მოჰყვა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, ძალადობრივი ქმედებებით მიზნის მიღწევა წინა ხელისუფლების ხელწერაა. 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გივი თარგამაძის განცხადება უპასუხისმგებლობის მანიშნებელია. 

"ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, მანქანების დაწვაზე და ა.შ.

ამას საუბრობს იმ ქვეყანაში, სადაც ეს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში. უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებაზე,"- აცხადებს წულუკიანი.

საუბარია გივი თარგამაძის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ მან თქვა, რომ "პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ - მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს". თარგამაძეს არ მოსწონს პროტესტის ის ფორმები, რომლებსაც ოპოზიცია იყენებს და მათ უფრო რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები